logo_geo
eng_logo
ბიძინა კულუმბეგოვი: ინფექცია ვერ გაქრება, ერთადერთი შანსია, მას დავხვდეთ იმუნური ბარიერით
- +

13 დეკემბერი. 2021. 14:40

 

„მწვანე პასპორტის“ აზრია - უპირატესად აუცრელების დაცვა აცრილებისგან და გადატანილი ინფექციის მქონე პირებისგან“, - ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ფეისბუქზე" წერს, რომ დახურულ სივრცეებში აუცრელების და გადაუტანელი ინფექციის მქონე პირის დაშვება სხვებისთვის უსაფრთხოა, მაგრამ მისთვის დაინფიცირების რისკი ძალიან  მაღალია და, შესაბამისად - სიკვდილისაც.

 

„მწვანე პასპორტის აზრი:

აცრა (3 დოზა);

გადატანილი ინფექცია (180 დღე).

 ამ ორ შემთხვევაში 10-11X მცირდება კოვიდით გარდაცვალების რისკი.

ტესტირებით (PCR, ანტიგენი)  დახურულ სივრცეში აუცრელის და გადაუტანელი ინფექციის მქონე პირის დაშვება სხვებისთვის უსაფრთხოა, მაგრამ მისთვის დაინფიცირების რისკი ძალიან  მაღალია და, შესაბამისად - სიკვდილის. შესაბამისად, „მწვანე პასპორტის“ აზრია, უპირატესად, აუცრელების დაცვა აცრილებისგან და გადატანილი ინფექციის მქონე პირებისგან.

 

ინფექცია ვერ გაქრება, უბრალოდ, ერთადერთი შანსია, მას დავხვდეთ იმუნური ბარიერით!“ - წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner