ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმიანობის ანგარიში ჩაიბარა. შეხვედრაზე სააგენტოს ორწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამეს. აღინიშნა, რომ პანდემიის პირობებში, ქვეყნის მასშტაბით დასაქმების მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ისაუბრეს სააგენტოს სამომავლო გეგმებზეც.