logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრად ლევან იზორია დანიშნა
- +

1 აგვისტო. 2016. 17:19


თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორიამ ჩაანაცვლა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

ლევან იზორია გახლავთ სამართლის დოქტორი, სრული პროფესორი. იგი იყო შინაგან საქმეთა მინსიტრის მოადგილე. 2007-2008 წლებში, იგი იყო „საქართველოს უნივერსიტეტის" სამართლის სკოლის დეკანი. ლევან იზორია არის 4 წიგნის ავტორი და 5 წიგნის თანაავტორი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner