თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორიამ ჩაანაცვლა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ლევან იზორია გახლავთ სამართლის დოქტორი, სრული პროფესორი. იგი იყო შინაგან საქმეთა მინსიტრის მოადგილე. 2007-2008 წლებში, იგი იყო „საქართველოს უნივერსიტეტის" სამართლის სკოლის დეკანი. ლევან იზორია არის 4 წიგნის ავტორი და 5 წიგნის თანაავტორი.