კასპის რაიონის სოფელ ზემო რენეში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება. ამჟამად მიმდინარეობს შიდა და გარე ფასადის სამღებრო სამუშაოები.
8 სოფელს 30 წლის განმავლობაში საბავშვო ბაღი არ ქონდა. მშობლებს ბავშვები მეზობელი სოფლების საბავშვო ბაღებში დაყავთ, რაც გარკვეულ სირთულებთან იყო დაკავშირებული.
ზემო რენეს საბავშვო ბაღი 8 სოფლის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, რომელთაგანაც 3 საზღვრისპარაა, ხოლო 4 მაღალმთიანი.
საბავშვო ბაღის აღდგენით სამუშაოებს შპს „ლიკანი 200“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 684 112 ლარია.
პროექტი დაფინანსებულია რეგიონალური განვითარების ფონდის და კასპის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ.
„დასრულებული შენობა თანამედროვე სტანდარტებს სრულად იქნება დაქვემდებარებული, ასევე აღჭურვილი იქნება საჭირო ინვენტარით, კეთილმოწყობილი ეზოთი და გასართობი საშუალებებით. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია - მშენებლობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ბავშვები განსაკუთრებულ პირობებს საჭიროებენ, ამისათვის კი არსებული შესაძლებლობიდან გამომდინარე აქტიურ სამუშაოებს ვახორციელებთ. სულ მალე პატარები ახალ მოსახლეობას იზეიმებენ“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.