ბათუმის მერიაში საკადრო ცვლილებებია - ზღვისპირა ქალაქის ვიცე-მერად ლევან დავითაძე დაინიშნა, ის „ბათუმის წყლის“ დირექტორი იყო.
მოადგილე და მერიის ექვსი სამსახურის უფროსი არჩილ ჩიქოვანმა წარადგინა და განაცხადა, რომ ეს არის გუნდი, რომელიც ბათუმში წარმატებულ პროექტებს განახორციელებს.
კეთილმოწყობის სამსახურს აკაკი ბერიძე უხელმძღვანელებს, „ბათუმის წყალს“ - ალეკო მჟავანაძე, ბაღების გაერთიანებას კი - დავით დიასამიძე. გამწვანების სამსახურის უფროსი თამაზი სალუქვაძე გახდა. საცხენოსნო კლუბის ხელმძღვანელი დურსუნ ბერიძეა, სპორტული ცენტრის ხელმძღვანელი კი თემო ხასიაა.