logo_geo
eng_logo
ალასანიას გუნდს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი შეუერთდა
- +

7 მარტი. 2016. 14:40


„თავისუფალი დემოკრატების" გუნდს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი შეუერთდა. პარტიის ახალი წევრი ირაკლი ალასანიამ წარადგინა.


„დღეს მე ამაყი ვარ, რომ შემოგვიერთდა გამორჩეული ინტელექტუალი, შეუბღალავი ავტორიტეტის და მაღალი პროფესიული სტანდარტის ადამიანი ზაზა ფირალიშვილი. როცა ჩვენს გვერდით დგებიან ისეთი მოაზროვნე ადამიანები, როგორიცაა ბატონი ზაზა, გვიმყარებენ იმ განცდას, რომ არ არსებობს ისეთი სირთულე, რომელიც შეიძლება „თავისუფალმა დემოკრატებმა" ვერ გადავლახოთ. ისინი მორალურად გვამხნევებენ და გვძენენ თვითრწმენას იმისა, რომ ნებისმიერი სირთულის საქმის მოგვარება და პრობლემების გადაწყვეტა შეგვიძლია.

 

„თავისუფალ დემოკრატებს" გვაქვს ის პროფესიული გამოცდილება და ადამიანური რესურსი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აამოქმედებინებს ჯერ კიდევ აუმოქმედებელ პოტენციალს", - აღნიშნა ალასანიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner