„ჩვენ ვამბობთ, - დამნაშავე უნდა დაისაჯოს! დამნაშავეები გვპასუხობენ, - შევრიგდეთ!“- ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი და ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„შერიგებაო, შერიგებაო!..
კაცო, როდის ვიჩხუბეთ?!
ჩვენ ვამბობთ, - დამნაშავე უნდა დაისაჯოს!
დამნაშავეები გვპასუხობენ, - შევრიგდეთ!
ასეთი რამ სად გსმენიათ?!
მიტევებაო, მიტევებაო!..
ჩვენ ვეკითხებით, - ეგ როგორ, ჩადენილს ნანობთ?!
დამნაშავეები გვპასუხობენ, - არა, მოსანანიებელი არაფერი გვაქვს!
ასეთი რამ სად გსმენიათ?!
სად გაგონილა, დამნაშავესთან შერიგება და სინანულის გარეშე მიტევება?!“- წერს ბონდო მძინარაშვილი.