საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა.
შემთხვევა სოფელ ნინოწმინდასთან მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს „ფორდ ტრანზიტისა“ და ტრაილერის ტიპის მანქანები შეეჯახა. შედეგად ერთი მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს