logo_geo
eng_logo
თათო ავალიშვილი: იმ არაადამიანურ პირობებს, რაც მიშამ და მისმა ჯალათებმა შექმნეს, არცერთი პატიმარი არ იმსახურებს
- +

13 დეკემბერი. 2021. 18:16

 

„არ მინახავს ცოცხების კადრები, არ მინახავს მიშას რეჟიმის ამსახველი არცერთი  კადრი, რადგან იმ დროს ჩემი შვილი იქ იყო და არ შემეძლო ნახვა“, - ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ყოფილი პატიმრის დედა თათო ავალიშვილი საუბრობს. ის მძიმე წლებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, ციხისთვის ყველა ცოდვაა, მიშას ფაშისტური რეჟიმის დროს იმ პირობებს, რაც პრეზიდენტს გააჩნია, ვერავინ ინატრებდა.

 

„2005 წელს, როდესაც ჩემი შვილი დაიჭირეს, შემოქმედებითი პროცესი იყო გადარჩენის ერთადერთი გზა. ყველაზე მეტი სამკაული სწორედ მაშინ შევქმენი. დედა მარიამი რომ შედიოდა მასთან ციხეში, ირაკლი პირველად, თურმე, იმას ეკითხებოდა, დედა სამკაულებს აკეთებს თუ არაო? თუ ვაკეთებდი, ესე იგი, კარგად ვიყავი. მიშას რეჟიმის დროს იჯდა ჩემი შვილი, უფრო სწორად, კი არ იჯდა, იდგა, რადგან კამერაში დასაჯდომი ადგილიც არ იყო, მონაცვლეობით სხდებოდნენ, დაწოლა კი ყოველ მესამე დღეს უწევდათ. დღის განმავლობაში შრბოდნენ მიშასა და ახალაიების ზონდერები და ხელკეტებს ურტყამდნენ, ისე, პროფილაქტიკისთვის. ეს ხდებოდა ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე. პირველი 3 წლის განმავლობაში სულ ვიძახდი, დამნაშავეა და ეს სასჯელი ცოტაა მისთვის-მეთქი. ერთხელ მითხრა ჩემმა მეუღლემ, ისე ლაპარაკობ, თითქოს, დედა კი არა, დედინაცვალი ხარო. რომ დავფიქრდი, შემრცხვა. მე მასზე უარი არასდროს მითქვამს და უარესიც რომ გააკეთოს, არც არასდროს ვიტყვი. იცით, რა განსხვავებაა ჩემსა და გიული ალასანიას შორის? მე ცხოვრებაში ერთხელაც არ მითქვამს, რომ ჩემს შვილს არაფერი დაუშავებია და ტყუილად იყო იქ. ვამბობდი, რომ დააშავა და პასუხი უნდა აგოს. არავინ მოუკლავს და მაინც ვამბობდი: დამნაშავეა, ღირსია, დაიმსახურა, მაგრამ იმ არაადამიანურ პირობებს, რაც მიშამ და მისმა ჯალათებმა შექმნეს, არცერთი პატიმარი არ იმსახურებს. ყველას ზემოთ ღმერთია და ყველაფერს ხედავს! ციხის ბუნტის შესახებ მისგან გავიგე, დილით დამირეკა და მითხრა, დედა, არ ინერვიულო, არაფერი მჭირსო. უბრალოდ, ღმერთმა გადმომხედა, რადგან იმ დროს „კრიტში“ იყო გადაყვანილი და იქ შესვლა ვეღარ გაბედეს. მის ძველ კამერაში 7-8 ბიჭი ჩაცხრილეს, მათი დედები გაუბედურდნენ, მე გადავრჩი... რვა წლის განმავლობაში ღამე ბალიშზე რომ ვდებდი თავს, ერთადერთ რამეს ვნატრობდი, იმ დღეს არ ეცემათ ხელკეტებით. არ მინახავს ცოცხების კადრები, არ მინახავს მიშას რეჟიმის ამსახველი არცერთი  კადრი, რადგან იმ დროს ჩემი შვილი იქ იყო და არ შემეძლო ნახვა... ვცდილობ, დავივიწყო ის წლები, მაგრამ ეს „მიშა არ იმსახურებს“, „მიშას აწამებენ“ სულ მახსენებს იმ დროს. კანონის წინაშე ყველა ერთია - ჩემი შვილიც და სხვაც. ციხისთვის ყველა ადამიანი ცოდვაა, მაგრამ ყოფილ პრეზიდენტს რა პირობებიც იქ აქვს, ისეთს მისი ფაშისტური რეჟიმის დროს ვერავინ ინატრებდა“, - აღნიშნავს თათო ავალიშვილი.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner