logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ჩემი დაქალი მოვიდა ახლა აკანკალებული - ახალგზრდა გოგო გადავარჩინე სიკვდილსო - გმირი ხარ დაო ჩემს თვალში
- +

13 დეკემბერი. 2021. 21:17

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს:

 

„ჩემი დაქალი მოვიდა ახლა აკანკალებული, ფერი არ ედო - ახალგზრდა გოგო გადავარჩინე სიკვდილსო. ტაქსით მივდიოდი და დიდუბე-დიღმის ხიდთან დავინახე ახალგაზრდა ქალი, ხიდზე იყო შემხტარი და ცალი ფეხი მოაჯირზე ჰქონდა გადადგმული. ტაქსის მძღოლს ვუკივლე გააჩერეო და როგორ მივვარდი, ფრთხილად დავუძახე - ერთი წუთით ქალბატონოო, მოატრილა სახე და წავიდა წინ ტანით ინერციითო. მოვავლე პალტოზე ხელი და მოვქაჩეოო. ერთ წამში გადაიკეტა დიდუბის ხიდი, მანქანებიდან გადმოხტნენ კაცები მოსაშველებლად. ჩავსვი გოგო ჩემს ტაქსიში. ანგელოზივით ქალი იყო, მერე დაიწყო ტირილი, ჩავარდა ისტერიკაში, დავალევინე დამამშვიდებელი და მივიყვანე მის მეგობართანო. ნინო ტაბატაძე, შენ დღეს ისეთი მადლიანი საქმე გააკეთე, უფალი გიშველის შენც და იმ ქალბატონსაც. ყოჩაღ, რომ არ დაიბენი და წამებში მოასწარი! გმირი ხარ დაო ჩემს თვალში.

პ.ს. სანამ თვითმკვლელობას გადაწყვეტადა თურმე, წინ ეკლესიაში მისულა, მამაოსთვის უთხოვია მიჭირს დამელაპარაკე, გავთბები და გამოვალო და ნახევარი სათი ელოდა თურმე მამაოს. მერე უფიქრია, აი, ეტყობა ღმერთსაც არ უნდა, რომ  ვიცოცხლოვო და წასულა ხიდისკენ“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner