logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილმა ახალ მინისტრებს წარმატება უსურვა
- +

1 აგვისტო. 2016. 18:26



პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა და თავდაცვისა  და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრები წარადგინა.


სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში  ქეთევან ციხილაშვილი იქნება. თავდაცვის მინისტრი კი - ლევან იზორია.


„ქეთევან ციხელაშვილი დღემდე  სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე იყო.   ის აქტიურად არის  ჩართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატებში.

 

 იგი გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის და სოციალურ მეცნიერებატა ფაკულტეტის დოქტორანტი. იყო აკადემიური მკვლევარი ფრინბურგის უნივერსიტეტში, შვეიცარიაში. მან ირლანდიაში ლიმერიკის უნივერსიტეტში გაიარა კურსი ევროპული ინტეგრაციის საკითხებში. არის ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის საერთაშორისო  ურთიერთობების და ევროპული კვლევების მაგისტრი.

 

ქეთევან ციხელაშვილი ასევე იყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და თავდაცვის სამმართველოს მკვლევარი მუშაობდა  უმცირესობებსი საკითხთა ევროპულ ცენტრში გერმანიაში. იყო კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის პროგრამის მენეჯერი და უფროსი ანალიტიკოსი. პროფესიით ის გახლავთ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ლექციებს კითხულობს ევროპათმცოდნეობაში", - ასე წარადგინა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


„ჩვენ  დარწმუნებული ვართ, რომ ის წარმატებული სახელმწიფო მინისტრი იქნება", - განაცხადა პრემიერმა.


აქვე პრემიერმა ლევან იზორიაზეც ისაუბრა.

 

„თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გახლდათ.  ის არის სამართლის დოქტორი, სრული პროფესორი. მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

 

1999 წელს მიენიჭა გერმანიის გოტინგენის გეორგ ავგუსტუსის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის მაგისტრი, ხოლო 2002 წელს ამავე ფაკულტეტის მიერ სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი უმაღლესი შეფასებით.

 

ლევან იზორია იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, უფრო ადრე კი შსს აკადემიის რექტორი.  2007-2008 წლებში  ლევან იზორია იყო" საქართველოს უნივერისტეტის" სამართლის სკოლის დეკანი.  2008-2009 წლებში მოღვაწეობდა, როგორც პროფესორი  გერმანიის შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში. ასევე ჰაიდელბერგის მაქსპლანკის უნივერსიტეტში გახლდათ მოწვეული პროფესორი ჰუმბოლტის სტიპენდიით. ის არის ოთხი წიგნის ავტორი და ხუთის თანაავტოტი.

 

ლევან იზორიას ქვეყნის უსაფრთხოების და სამშვიდობო პოლიტიკის წარმოების კუთხით სერიოზული გამოცდილება აქვს, რომელიც მის პიროვნულ თვისებებთან ერთად საშუალებას მისცემს ასეთივე აქტიური იყოს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და შეიარაღებული ძალების გაძლიერების მიმართულებით",- განაცხადა თავდაცვის მინისტრის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა.


პრემიერ მინისტრის თქმით, ქვეყნის თავდაცვა და ქართული ჯარი ყოველთვის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება. გიორგი კვირიკაშვილმა წარმატება უსურვა ახალ მინისტრებს და იმედი გამოთქვა, რომ მათი მოღვაწეობა მინისტრობის თანამდებობაზე ქვეყნისთვის წარმატებული იქნება.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner