logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ პიროვნული კულტის ქვეშ არის
- +

13 დეკემბერი. 2021. 22:23

 

„სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ პიროვნული კულტის ქვეშ არის, თავის წინამძღოლს საპროტესტო აქციასაც კი დაბადების დღეზე უანონსებენ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოების ვერანაირი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

 

„სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ პიროვნული კულტის ქვეშ არის. ვხედავთ, რომ თავის წინამძღოლს საპროტესტო აქციასაც კი დაბადების დღეზე უანონსებენ. რთულია „ნაციონალური მოძრაობის“ ასეთი მდგომარეობა. ვხედავთ, ე.წ. ტალღას – თავისუფლება მიშას. მათ საზოგადოების ვერანაირი მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს. საზოგადოებამ ნათლად გასცა პასუხი, რომ არსებობს სამართლებრივი გზები და მართლმსაჯულება, რასაც პატივი უნდა სცენ და კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. ეს არის ადამიანი, რომელმაც დეპუტატის ცემა დაუკვეთა, ამაზე სასჯელია გამოტანილი. ეს არის ადამიანი, რომელმაც ადამიანების მკვლელებს ხელი დააფარა, მას ამაზე სტრასბურგის სასამართლომ ხელი დაადო, რომ ის იყო ამაში ჩართული და მან სასჯელი უნდა მოიხადოს. ასევე პასუხები უნდა გასცეს იმ კითხვებს, რაც კორუფციულ საქმეებში იკვეთება, რომ ეს სქემა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იყო აწყობილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner