logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: სააკაშვილის გათავისუფლება არ იქნება ეროვნული შერიგების წინაპირობა და ამით ვაჭრობა არავის ეპატიება!
- +

14 დეკემბერი. 2021. 01:04

 

„საქართველოს პრეზიდენტო სალომე ზურაბიშვილო და „ნაციონალურო მოძრაობა“!️

თქვენ თუ გსურთ, რომ კოჰაბიტაცია ქორწინებით დააგვირგვინოთ და ამას გრანდიოზული ეროვნული შერიგება დაარქვათ - ამას ქართველი ერი არ გაპატიებთ“, - ამის შესახებ „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„რატომ გგონიათ, რომ დამნაშავე სააკაშვილთან  თუ შერიგდით, ეს იქნება დიდი ეროვნული შერიგება

შერიგება და მშვიდობა ვერ იქნება მანამდე, სანამ სამართლიანობა არ აღდგება!

სამართლიანობის აღდგენა 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალების გამოძიებით და პუტჩის ორგანიზატორთა სასამართლოთი უნდა დაიწყოს!

შერიგება ვერ იქნება სანამ ზვიად გამსახურდიას მკვლელები არ დაისჯებიან!

თუ რეალურად გსურთ სამართლიანობის აღდგენა და შემდეგ დიდი ეროვნული შერიგება, მაშინ ჯერ კანონიერი ხელისუფლების დამამხობლები დასაჯეთ და შემდეგ არის შესაძლებელი საუბარი შერიგებაზე!

1921 წელს საქართველოს ოკუპაციის დროს ჩადენილ ღალატზე უფრო დიდი ღალატი ჩაიდინეს 1991-92 წლების სამხედრო-კრიმინალური ხუნტის ჯალათებმა და მათი გასამართლების გარეშე საქართველოში ეროვნული შერიგება გამორიცხულია, არაბუნებრივია, არასამართლიანია და განუხორციელებელი!

თუ ვინმეს სურს სააკაშვილის გათავისუფლება და ამისათვის ეროვნული შერიგების ცრუ დოქტრინას იყენებს, მაშინ ეს ვერ და არ განხორციელდება!

სააკაშვილის გათავისუფლება არ იქნება ეროვნული შერიგების წინაპირობა და ამითი ვაჭრობა არავის ეპატიება!

დამოუკიდებელი საქართველოს უახლოესი ისტორია არც 2003 და არც 2012 წელს არ დაწყებულა, ამიტომ დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირველ წლებში, 1991-92 წლებში ჩადენილ ღალატზე შესაბამისი ვერდიქტი უნდა დაიდოს!

ვერდიქტი უნდა დაიდოს სოხუმის და აფხაზეთის გაყიდვაზე, ეროვნულ ღალატზე ‼️

ვერდიქტი უნდა დაიდოს სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილ მკვლელობებზე, წამებაზე, ცხინვალის რეგიონის, კოდორის ხეობის ჩაბარებაზე და ა.შ.!

მოღალატესთან, სამშობლოს გამყიდველთან, მკვლელთან, უცხო ქვეყნის აგენტთან შერიგება დანაშაულია!

აღდგება სამართალი და იქნება მშვიდობა!

ეს ჭირდება ეროვნულ შერიგებასაც, საქართველოს ისტორიასაც და ქართველ ერსაც“, - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner