logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილი: ჩვენი მიზანი ცხადია გახლავთ ერთიანი საქართველო!
- +

1 აგვისტო. 2016. 18:27


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად ქეთევან ციხელაშვილი დაასახელა. ციხელაშვილმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა მაღალი ნდობისთვის და სამინისტროს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.



„ჩვენ გავაგრძელებთ სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებას, რადგან მშვიდობა არის აუცილებელი წინაპირობა კონფლიქტების მდგრადი მოგვარებისა და ქვეყნის განვითარების. ჩვენ გავაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ხშირად არ არის ხმამაღალ რიტორიკაზე მიმართული, არამედ საქმეზე და თან არის ძალიან პრინციპული. ამ პოლიტიკის წყალობით, ჩვენ შევძელით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა ძალიან რთულ გარემოში. მყარი არაღიარების პოლიტიკა და ამავე დროს ნული ნიშნულიდან დაგვეძრა სამშვიდობო პოლიტიკა. ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტ დინამიურ ნაბიჯს გადავდგამთ. ჩვენ გავაგრძელებთ დეოკუპაციის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში და მეორეს მხრივ დიალოგის პოლიტიკას აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან მიმართებაში, რომელიც ნდობის მშენებლობასა და შერიგებაზეა ორიენტირებული. ჩვენი მიზანი ცხადია გახლავთ ერთიანი საქართველო, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს ჩვენი ხალხის გაერთიანებას.

 

ჩვენი სამინისტრო ასევე ფუნქციონირებს მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებით, ვახორციელებთ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკას. 2015 წელს მივიღეთ ახალი სტრატეგია, სადაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს დაგეგმილი და 2020 წლამდე ბევრ ნაბიჯს გადავდგამთ, რომ ჩვენი მრავალფეროვნება რეალურად იქცეს ჩვენს სიმდიდრედ, განვითარების უნიკალურ წყაროდ და ეს იყოს ასევე გზავნილი ჩვენი თანამოქალაქეებისათვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში",- განაცხადა ციხელაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ აქამდე შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის პოსტს პაატა ზაქარეიშვილი იკავებდა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner