logo_geo
eng_logo
ლუკა კურტანიძე: მე ის გზა გამოვიარე, სადაც ტყვიამ ვერაფერი დამაკლო! სიტყვამ - კი...
- +

14 დეკემბერი. 2021. 01:55

 

„ზოგ ადამიანს მხოლოდ ტყვია კლავს..! ზოგს კი ტყვიაზე მეტად სიტყვა!  მე ის გზა გამოვიარე სადაც ტყვიამ ვერაფერი დამაკლო! სიტყვამ კი...! მე ის გზა გამოვიარე ჩემი სამშობლოს სადიდებლად და სიმართლისთვის ბრძოლაში რომ არც სიტყვის უნდა შემშინებოდა... მაგრამ ცილისწამებით ნათქვამი სიტყვა კი იმაზე მეტად მტკივნეული აღმოჩდა  ვიდრე სიკვდილი!“, - ამის შესახებ ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს.

„რა თქმა უნდა სადაც სინდისი ნამუსი და  სიყვარულია იქ მძლავრობს ეს შეგრძნება! ახლა შენ მოგმართავ... მეგობარო... ვინც კითხულობ ან გაიგებ ჩემზე... იცი შენ?! მე ისევ ის ლუკა ვარ ვინც ვიყავი! არ შევცვლილვარ! ისევ ისე მიყვარს სამშობლო და ისევ ის ერთგული თანამებრძოლი ვარ! ვისიც სისხლით გულით გჯეროდა და იმედი ჰქონდა! მე ისევ ის ავარ ვინც ტყვიაზე შეგნებულად მივდიოდი და უკან არ ვიხედებოდი! დიახ არ შევცვლილვარ! ისევ მიყვარხართ! თუ სამშობლოს სიყვარული და ერთგულება დასჯადია.. .ესეიგი ეს განსაცდელიც მისაღები და ასატანია! მაგრამ, იცოდე, მე ისევ ის ლუკა კურტანიძე ვარ ვისი იმედიც სამი ათწლეულზე მეტი ჩვენს სამშოვლოს ჰქონდა! ილიას თქმის არ იყოს, მე ის ლუკა ვარ კურტანიძე, ვინც ჩემი სალი კლდეები არ გავცვალე სხვის აურაცხელ სიმდიდრეზე! დიახ, სიამაყით ვამბობ, ჩემი  სამშობლოს ცრემლის და ტკივილის თანამოზიარე ვარ დაბადებიდან დღემდე! გახსოვდეს მეგობარო, ვფიცავ უფლის წინაშე, ჩემი წაქცევა შენი წაქცევაა...! იცი რატომ?! რადგან მაინც მიყვარხარ! მე სხვა უფლება არა მაქვს! ახლა კი ყვავ-ყორნებო გელოდებით, თქვენი ბრდღვნა უნდა დავიწყო! მიუხედავად დაკოდილი გულისა...“, - წერს კურტანიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner