logo_geo
eng_logo
ვახტანგ ძაბირაძე: ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა პატიმარი სააკაშვილის დღის წესრიგით რატომ უნდა იმოქმედოს?
- +

14 დეკემბერი. 2021. 02:13

 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის გორის ჰოსპიტალში მისვლა და პრეზიდენტების შეხვედრა პოლიტიკურად ყველაზე მეტად მას დააზიანებს. მეორეც, ეს იმდენად აბსურდული იდეაა, რომ მისი განხორციელება წარმოუდგენელია. ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ზურაბიშვილმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს. სხვაგვარად შეხევდრაზე რაზე უნდა ისაუბრონ მისთვის გაუგებარია.

 

„ადამიანი იძახის, რომ სააკაშვილის შეწყალებას არ ვაპირებო და გორის ჰოსპიტალში მის სანახავად რატომ უნდა მივიდეს? შერიგების მთავარი ბერკეტი პრეზიდენტს აქვს. იქ შეხვედრაზე რა უნდა უთხრას, არ გიწყალებ და მაგიტომ მოვედიო? ლოგიკურად არათანმიმდევრული ამბავია. მიხეილ სააკაშვილი ახლა ყველა ტაქტიკას მოსინჯავს იმისთვის, რომ ციხიდან გათავისუფლდეს და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერიოს. ის ამისთვის დაბრუნდა. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა პატიმარი სააკაშვილის დღის წესრიგით რატომ უნდა იმოქმედოს, სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო, ხალხი ქუჩაშია გამოსული თუ რა ხდება?

 

ენმ-ს გარეთ საკუთარი ამომრჩეველიც კი ვერ გამოჰყავს და ზურაბიშვილმა რაღაცა შეხვედრაზე რატომ უნდა იაროს? ეს პოლიტიკურად სრულიად არამომგებიანი ნაბიჯი იქნება. მაშინ რაღაცა სამოქალაქო პლატფორმა უნდა შეიქმნას, სადაც საზოგადოებისთვის ნდობით აღჭურვილი პირები იქნებიან შეკრებილები და რაღაცა შერიგების თემა უფრო გასაგები გახადონ. მე ამას მორიგებას დავარქმევდი. თუმცა აქაც სკეპტიკურად ვარ განწყობილი“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner