logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე 50-ჯერ მეტი ადამიანი მოვიდა, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ მიერ, ნებისმიერ დაანონსებულ აქციაზე
- +

14 დეკემბერი. 2021. 03:00

 

„ერთი კვირის წინ რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის ანთების ცერემონია იყო, სადაც 50-ჯერ მეტი ადამიანი მოვიდა, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ მიერ, ნებისმიერ დაანონსებულ აქციაზე, რომელიც მიშას გათავისუფლებას ეძღვნება“ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გიორგი ამილახვარმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 21 დეკემბერს გაიმართება, განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების იდეას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს.

რაც შეეხება შერიგებასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივას, უმრავლესობის წევრის თქმით, არავის სჭირდება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან შერიგება.

„მილიონამდე ადამიანმა მისცა „ქართულ ოცნებას“ ხმა, კიდევ რამდენია იმის მიღმა, რომელმაც არც ჩვენ მოგვცა ხმა, მაგრამ არც „ნაციონალურ მოძრაობას.“ ეს ჯამურად არის მოსახლეობის უმრავლესობა. როგორც წარმოგიდგენია, „ქართული ოცნება“ გამოვიდეს და ილაპარაკოს პოლიტიკურ შერიგებაზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ არის ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა?! - არც არავისთან სჭირდება მელიასთან შერიგება. როდესაც ეს ხალხი გაათვითცნობიერებს რა კრიმინალი აქვთ ჩადენილი და მიხვდებიან, რომ საერთოდ პოლიტიკა უნდა დატოვონ, მაშინ მოხდება პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურება, როგორც თვითონ წარმოუდგენიათ. ერთი კვირის წინ რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის ანთების ცერემონია იყო, სადაც 50-ჯერ მეტი ადამიანი მოვიდა, ვიდრე ნებისმიერ მათ დაანონსებულ აქციაზე, რომელიც ეძღვნება მიშას გათავისუფლებას. ამ იდეამ ვერ შეიძინა საზოგადოებრივი მხარდაჭერა“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

შეგახსნებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაშია, საუბარი სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე ​აზრდაკარგულია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner