logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე: ველით, რომ განიხილება თემები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვისაა მნიშვნელოვანი
- +

14 დეკემბერი. 2021. 10:15

 

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტი, არაერთი ფაქტორის გამო, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„მოველით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობითა და ევროკავშირში ინტეგრაციით, ახალი შესაძლებლობები გაიხსნება. სამიტში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ერთად. ველით, რომ განიხილება თემები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვისაა მნიშვნელოვანი“, - აღნიშნავს მაკა ბოჭორიშვილი.

 

15 დეკემბერს, ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მე-6 სამიტში, პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner