logo_geo
eng_logo
1 აგვისტოს ლეილა აბაშიძის დაბადების დღეა
- +

1 აგვისტო. 2016. 18:30


ლეგენდარული მსახიობი ლეილა აბაშიძე იუბილარია. იგი 1929 წლის 1 აგვისტოს თბილისში დაიბადა.


ლეილა აბაშიძე გახლავთ საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958); საქართველოს სახალხო არტისტი (1965); ჩეჩნეთ-ინგუშეთის სახალხო არტისტი (1964). იგი დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით (1961). მიენიჭა პირველი პრემია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში "შეხვედრა წარსულთან" (1966). აღებული აქვს II მსოფლიო ფესტივალის I  პრიზი (ტოკიო, 1997).


2009 წლის 8 მარტს, ლეილა აბაშიძეს კინოთეატრ "რუსთავლის" წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.


„მე დღეს მეორედ დავიბადე. ადრე თუ გვიან აღარ ვიქნები ამ ქვეყანაზე და ეს ვარსკვლავი კი, სადაც ჩემი სახელი და გვარია ამოტვიფრული, მუდამ იარსებებს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, ეს რამხელა პატივია ჩემთვის. მითუმეტეს, რომ ჩემი ვარსკვლავი დიდებული, გენიალური ქართველი მსახიობი ქალის ნატო ვაჩანაძის ვარსკვლავის გვერდით გაიხსნა. დიდი მადლობა უპირველს ყოვლისა, ქართველ ერს, ჩემს მაყურებელს, დიდი მადლობა ყველა იმ რეჟისორს ვისაც ამ ვარსკვლავის გახსნაში წვლილი მიუძღვის, რადგან მათ ფილმებში მათამაშეს. მე ამას აღვიქვამ, როგორც უდიდეს ჯილდოს.ამ ბედნიერ დღეს ღმერთს ვთხოვ, რომ გენიალური ქართული კინო ისევ აღორძინდეს და უფრო მეტი ბრწყინვალებით წარდგეს მაყურებლის წინაშე. ჩემთვის ერთი ვარსკვლავი ცოტაა. მე მინდა საქართველო ვარსკვლავების ქვეყნად იქცეს", - აღნიშნა ლეილა აბაშიძემ ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალზე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner