logo_geo
eng_logo
საბერძნეთში 60 წელს გადაცილებულ პირებს იმუნიზაციაზე უარის შემთხვევაში დააჯარიმებენ
- +

14 დეკემბერი. 2021. 11:15

 

 

საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში თუ 60 წელს გადაცილებული პირები უარს განაცხადებენ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციაზე, ისინი დაჯარიმდებიან.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჯარიმის ოდენობა 100 ევროს შეადგენს.

 

ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ განუხრელად მხარს უჭერდა ახალ ინიციატივას იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდ 19-ის გამო გარდაცვლილი მოქალაქეების 90%-ს 60 წელს გადაცილებული პირები შეადგენენ. 

 

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში მიმდინარე წლის სექტემბრიდან კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულოა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული მოქალაქეებისთვის, ქვეყანაში ასევე მოქმედებს გამკაცრებული სხვა სახის კოვიდშეზღუდვები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner