logo_geo
eng_logo
ავსტრიაში "ლოკდაუნის" ამოქმედების შემდეგ, კოვიდინფიცირების მაჩვენებლი მნიშვნელოვნად შემცირდა
- +

14 დეკემბერი. 2021. 11:15

 

 

ავსტრიაში სრული „ლოკდაუნის“ ამოქმედებიდან 3 კვირის თავზე, კოვიდინფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად  შემცირდა, რამაც შესაძლოა, შეზღუდვები  შეამსუბუქოს.  აღნიშნულის შესახებ ავსტრიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე ტურისტული რეგიონის თვითმმართველობას, კოვიდშეზღუდვების გარკვეულწილად შესამსუბუქებლად,  უკვე მიეცა რეკომენდაცია. ავსტრიის მთავრობა კოვიდშეზღუდვების ზოგად შემსუბუქებას 20 დეკემბრიდან გეგმავს.

 

ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა რეგულაციების შემსუბუქებაზე უკვე გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ ქვეყანა შეამსუბუქებს რეგულაციებს, რასაც დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ყველა.

 

ახალი გადაწყვეტილების მიხედვით,  ქვეყანაში ჩასულ ვიზიტორებს კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ -  თუ ვაქცინირებულები იქნებიან, ან ახალი გატანილი აქვთ ინფექცია ანდა, თუ საზღვრის კვეთისას „პისიარტესტირების“ პასუხებს წარადგენენ. არავაქცინირებულ ვიზიტორებს ქვეყანაში ყოფნის პერიოდში უფრო მეტი შეზღუდვები ექნებათ, ვიდრე მათ, ვინც ვაქცინაცია სრულად ჩაიტარა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner