logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: ნებისმიერ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ღირსეული იქნება
- +

14 დეკემბერი. 2021. 13:18

 

 

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ ვინ განიხილება ჯანდაცვის მინისტრად.

 

„რა თქმა უნდა, კონსულტაციები მიმდინარეობს. თუ მე მექნება ინფორმაცია, გავაკეთებ შესაბამის კომენტარს. ნებისმიერ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ კანდიდატი იქნება ღირსეული. მნიშვნელოვანია, რომ მისი მხრიდანაც გადადგმული იყოს მშვიდი, დაბალანსებული და თანმიმდევრული ნაბიჯები, ვინაიდან ჯანდაცვა პანდემიის პერიოდში მოითხოვს თანაბარი და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner