logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: საქართველოში C ჰეპატიტი გავრცელებული და, ერთგვარად, ფატალური დაავადებიდან, შედარებით იშვიათ და მართვად დაავადებად იქცა
- +

14 დეკემბერი. 2021. 13:20

 

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამართა. მისი თქმით, პროგრამის დაწყებამდე, 150 000-დან მხოლოდ 12 ადამიანმა შეძლო საკუთარი ხარჯებით მკურნალობა, დღეს კი, 100 000-მდეა იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც ამ პროგრამით ისარგებლეს.

 

„2015 წლის 21 აპრილს საქართველოში დაიწყო პროგრამა, რომელიც, თავისი მნიშვნელობით, მართლაც გამორჩეული იყო. პროგრამის დაწყებამდე, 150 000 ადამიანიდან საქართველოში სულ 12-მა შეძლო საკუთარი ხარჯებით მკურნალობა. ამ პროგრამის დაწყებიდან დღემდე, მისით უამრავმა, 100 000-მდე ადამიანმა ისარგებლა. C ჰეპატიტი საქართველოში გავრცელებული და, ერთგვარად, ფატალური დაავადებიდან, შედარებით იშვიათ და მართვად დაავადებად იქცა. ავადობა 5-ჯერაა შემცირებული, რაც ძალიან სასიხარულოა“, - აღნიშნავს დავით სერგეენკო.

 

უკვე 6 წელია, C ჰეპატიტის პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკურ და შემდგომ კვლევებს სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner