logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ ჩხეტიანი: მალე ეს დანადგარი განთავსდება ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრში
- +

14 დეკემბერი. 2021. 13:22

 

 

სოციალურ ქსელში ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი ავრცელებს პოსტს, სადაც აღწერილია ციკლოტრონი, რომელიც მალე ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრში განთავსდება.

 

„ეს არის ქართული ციკლოტრონი (პროტონების ამაჩქარებელი). მალე ეს დანადგარი თავის ტყუპისცალ დანადგართან ერთად განთავსდება ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრში, რომელიც იარსებებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსზე (KIU). ერთი ციკლოტრონი სრულად დაეთმობა სამეცნიერო კვლევებს ფიზიკის დარგში. მეორე კი გამოიყენება ურთულესი ონკოლოგიური  შემთხვევების სამკურნალოდ. პროტონების სხივებს შეუძლიათ სიმსივნური წარმონაქმების ატომურ დონეზე დაშლა. ეს უახლესი ტექნოლოგიაა, რომელიც ათიათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. განსაკუთრებით ეფექტურია ის ბავშვების მკურნალობისას! ამ მეთოდის უპირატესობა ფოტონურ დასხივებასთან შედარებით იმაშია, რომ ის ფაქტიურად არ ვნებს ჯანმრთელ ორგანოებს. ბელგიურმა კონცერნმა IBA-მ უკვე დაასრულა პირველი მანქანის აწყობა. ჩემს უკან მდგარი დანადგარი ამჟამად საბოლოო ტესტირებისა და კალიბრაციის პროცესს გადის. მეორე ამაჩქარებელი კი 2022 წლის შუაში იქნება მზად. ადრონული თერაპიის ცენტრები იშვიათია მსოფლიოში. მათი უდიდესი ნაწილი თავმოყრილია ამერიკის შეერთებულ შტატებსა, იაპონიასა და ევროპის რამდენიმე წამყვან ქვეყანაში. ბუნებრივია, ჩვენს რეგიონში (თურქეთის ჩათვლით), მსგავსი ცენტრი არ არსებობს. ამჟამად საქართველოსთვის  უახლოესი მოქმედი ცენტრი ქალაქ ვენაშია. თქმაც არ უნდა, რომ ქუთაისში ამ ცენტრის ამოქმედება სრულიად ახალ დონეზე გაიყვანს ჩვენს ქვეყანას, როგორც მედიცინის, ისე განათლებისა და მეცნიერების კუთხით. როგორც ვთქვი, ჩვენს ცენტრს ექნება ორი დანადგარი, რომელთაგანაც ერთი, სრულიად დაეთმობა სამეცნიერო კვლევებს. აღნიშნული პროექტის განხორციელება დაიწყო 2018 წელს. პროექტის ჯამური ღირებულება დანადგარებისა და შესაბამისი შენობის ჩათვლით 55 მილიონ ევროს ცდება და მას სრულად აფინანსებს ფონდი „ქართუ“. ჩვენი გეგმით, 2024 წლის განმავლობაში ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრი პირველ პაციენტებს მიიღებს!“- წერს ნიკოლოზ ჩხეტიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner