„2012 წლის შემდეგ, მათ შორის უსაფრთხოების კუთხითაც, გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი. თქვენ გახსოვთ, რამდენად მოწყვლადი იყო ჩვენი ქვეყანა, განსაკუთრებით 2008-2012 წლებში“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამის შემდეგ, რადიკალურად შეიცვალა ვითარება და უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვითარება რადიკალურად გაუმჯობესებულია. რა თქმა უნდა, სერიოზული რისკები რჩება, მით უმეტეს იმ ფონზე, რასაც ვხედავთ, მათ შორის უკრაინასთან მიმართებით. მაგრამ ხედავთ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის შესანარჩუნებლად ჩვენს ქვეყანაში და ამ მიმართულებით ძალისხმევა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა კობახიძემ.