logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, მე ყველას ენერგეტიკის მინისტრი ვარ!
- +

7 მარტი. 2016. 14:41


ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ის ყველას ენერგეტიკის მინისტრია.


რუსთავში მდებარე ნათურის მწარმოებელ კომპანია „AG Microeletronics"-ის დათვალიერებისას, კალაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული საწარმოს განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს.


კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა მინისტრი, ქართული LED ნათურის შემქმნელის მიერ ერთ-ერთ სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც „საკუთარ კარში გატანილი მესამე გოლის" შიში გახდა ნათურის შექმნის მიზეზი, კალაძემ უპასუხა, რომ მისი პიროვნების მიმართ არსებული დამოკიდებულება მეასეხარისხოვანია.

 

შეიძლება გარკვეულ ადამიანებს სხვა დამოკიდებულება ჰქონდეთ ჩემს მიმართ, ეს მათი უფლებაა. მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, მე ყველას ენერგეტიკის მინისტრი ვარ. შესაძლოა, ვიღაცას მოსწონდეს კალაძე, ვიღაცას - არა. ჩემთვის მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ. მაქსიმალურად მხარში დავუდგები საწარმოს, რათა განვითარდნენ, რადგანაც ისინი ქვეყნისთვის და დარგისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ", - განმარტა ვიცე-პრემიერმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner