logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე ცენტრალური ევროპის ქვეყნების კვლევითი ორგანიზაციების ექსპერტებს შეხვდა
- +

14 დეკემბერი. 2021. 19:56

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ცენტრალური ევროპის ქვეყნების კვლევითი ორგანიზაციების ექსპერტებს შეხვდა.

ნიკოლოზ სამხარაძემ სტუმრებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის საკითხები და „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ პარლამენტის რეზოლუცია გააცნო, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარ საგარეო ორიენტირებს ასახავს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებას, რუსეთის უკანონო ქმედებებს, მზარდ აგრესიას და მისგან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს.

ექსპერტებთან შეხვედრისას, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები და შავი ზღვის   უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილეს.  ნიკოლოზ სამხარაძემ ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი სამშვიდობო ინიციატივის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე, ასევე განიხილეს ეკონომიკური საკითხები, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარება.

„მნიშვნელოვანია მსგავსი კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში, რათა მათ მიიღონ ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობიან იქ არსებულ მძიმე ვითარებას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

უცხოელი ექსპერტები საქართველოში ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ინიციატივის და საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტის (IRI) ერთობლივი პროექტის ფარგლებში იმყოფებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner