პარლამენტის წევრებმა მესამე მოსმენით, 76 ხმით მიიღეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ვალერიან გობრონიძის განცხადებით, წესრიგდება 2022-2023 სასწავლო წლის ჩათვლით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობების დადგენასთან დაკავშირებული საკითხი. გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეძლევათ უფლება, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, განსაზღვრონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობისგან განსხვავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური.