პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 76 ხმით მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის თორნიკე ჭეიშვილის განმარტებით, კანონპროექტით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებად და მათთან გათანაბრებულ პირებად ჩაითვლებიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილები.