logo_geo
eng_logo
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
- +

14 დეკემბერი. 2021. 20:32

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურში კაპანდიბი-ახალისოფლის საავტომობილო გზის მიმდინარე სარეაბილიტაციო  სამუშაოებს  გაეცნო. პროექტის მიხედვით დაიგო ასფალტობეტონის საფარი, დასრულდა ხიდის რეაბილიტაცია, მოეწყო სანიაღვრე არხები, საყრდენი კედლები.

 

მიმდინარე წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების რეაბილიტაციისათვის და მოვლა-შენახვისთვის 11 მლნ. ლარი დაიხარჯა. სხვადასხვა მიმართულებით 20 კმ-მდე ცემენტ-ბეტონის საფარი დაიგო. მათ შორის რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქვედა ჯოჭოში სტიქიის შედეგად დაზიანებულ ობიექტებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner