logo_geo
eng_logo
პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მასწავლებლის მაძიებლად ჩაითვლება სახელოვნებო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირი
- +

14 დეკემბერი. 2021. 20:29

 

 

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 73 ხმით დაუჭირა მხარი  „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის განმარტებით, კანონპროქტი ითვალისწინებს, ტერმინის - „მასწავლებლობის მაძიებელი“ განმარტების ცვლილებას.

„მასწავლებლის მაძიებლად აგრეთვე ჩაითვლება პირი, რომელსაც აქვს სახელოვნებო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ. მისი თქმით,  აღნიშნული ცვლილება  კომიტეტის მიერ სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში ხორციელდება, რადგან მასწავლებლად   ვერ საქმდებიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ  შესაბამისი უმაღლესი  განათლების დამადასტურებელი დიპლომი.

„პირს, რომელსაც აქვს სახელოვნებო სფეროში  პროფესიული განათლება, ვერ საქმდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner