logo_geo
eng_logo
ლაშა გეგეჭკორი: ეს აუზი გიგი უგულავამ სტუდენტებს „აახია“. აქ ცურავდნენ ნაც.ელიტის მეუღლეები დაქალებთან ერთად. კახა კალაძის თანხმობით, ეს კომპლექსი, სტუდენტებს დაუბრუნდებათ!
- +

14 დეკემბერი. 2021. 22:37

 

„ტექნიკური უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორის დავით გურგენიძის, კანცლერის კარლო კოპალიანის მონდომებით და თბილისის მერის კახა კალაძის თანხმობით, ეს კომპლექსი სტუდენტებს დაუბრუნდებათ! დიახ, გვიბრუნებენ“, - ასე ეხმიანება ლაშა გეგეჭკორი საცურაო აუზის „ტონუსის“ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დაბრუნების პროცესს.

 

როგორც გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს, თბილისის მერის კახა კალაძის თანხმობით საცურაო აუზი სტუდენტებს დაუბრუნდებათ.

 

„ეს თბილისია, ბალანჩივაძის ქ. N2, საცურაო აუზი „ტონუსი“. უფრო ზუსტად კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შიდა ეზო. აუზი, მაშინდელმა „გეპეიმ“ 1974 წელს სტუდენტებისთვის ააშენა და აქ ფიზკულტურის საგანში ცურვის ჩათვლებზე გავდიოდით. 2006 წელს, ეს აუზი თბილისის მაშინდელმა მერმა გიგი უგულავამ სტუდენტებს „აახია“. აქ ცურავდნენ, მასაჟებს იტარებდნენ და ისვენებდნენ სააკაშვილის, უგულავას და ნაცელიტის სხვა ლიდერების მეუღლეები დაქალებთან ერთად. ტექნიკური უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორის დავით გურგენიძის, კანცლერის კარლო კოპალიანის მონდომებით და თბილისის მერის კახა კალაძის თანხმობით, ეს კომპლექსი სტუდენტებს დაუბრუნდებათ! „დიახ, გვიბრუნებენ“ - მითხრა დღეს საუბარში დათო გურგენიძემ.

 

დიდი ხანია ვიცნობ, ჩემი კლასელია და ხმაზე მივხვდი, უზომოდ გახარებული იყო. ერთიც, „სოციალურად „გეპეის“ სტატუსი იყო, რომ თუ ვერსად მოეწყობოდი, მერე აუცილებლად შეგტენიდნენ „გეპეიში“. ლამის, ეს სასჯელის ტოლფასი იყო. ჩვენ გვჭირდება ნამდვილი პროფესიონალები, ტექნოლოგები, ინფორმატიკოსები, ინჟინრები“, –ეს განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2012 წლის მარტში სტუდენტებთან შეხვედრისას ტექნიკური უნივერსიტეტისათვის ქონების წართმევამდე ცოტა ხნით ადრე გააკეთა და წაართვა: სასწავლებლის მე-5 და პოლიკლინიკის კორპუსები და იქვე მდებარე სტადიონი. წაართვა სტუდენტებს და გადასცა „საქართველოს უნივერსიტეტს“, რომლის დამფუძნებელია ყოფილი მე-3 პრეზიდენტის დედა გიული ალასანია და მისი დაქალი მანანა სანაძე. „ამ ქონების დაბრუნების პროცესი დაწყებული გვაქვს“ - ესეც დღეს მითხრა რექტორმა. წარმატებებს გისურვებთ, ბატონებო! გმადლობთ“, - წერს გეგეჭკორი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner