ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის მიერ შექმნილ კონსილიუმის დასკვნას ეხმიანება და ამბობს, რომ ლომჯარიას კონსილიუმის თქმით, არანაირი ფარმაკოლოგიური წამება არ ყოფილა.
„ლომჯარიას კონსილიუმმა არანაირი ფარმაკოლოგიური წამება არ ყოფილაო!!! ახლა მინდა, რომ ის ემპათიაა თუ ანტიპათია ქალბატონა, გამოვიდეს და ბოდიშები იხადოს სააკაშვილის დავალების შესრულებისთვის. ბოდიშის შემდეგ კი, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს მაგ ქალის საქმიანობით და თაღლითობის, საბუთების გაყალბების მუხლით საქმეც აღძრან და მიუსვან სააკაშვილს გვევრდით!!! აწამებდნენო ხო? ეს ნაგლები და ეს კრიმინალები, რამდენს ბედავენ!!!“, - წერს ლატარია facebook-ზე.