logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: ძალიან უნდათ „გვანერვიულონ“ პატიმარ სააკაშვილის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით, თუმცა რეალობა სულ სხვაა, ჯანმრთელად არის
- +

14 დეკემბერი. 2021. 23:19

 

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე  სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრის, ფსიქიატრის მარინა კურატაშვილის დასკვნას ეხმაურება, რომლის თანახმად, კურატაშვილი აცხადებს, რომ  მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს ვერ ხედავს და ზოგიერთი წამლის დოზის გაზრდას თავად სააკაშვილი ითხოვდა.

 

„ემპათია“ და მისი ნაციონალი პრეზიდენტი მარიამ ჯიშკარიანი კიდევ ერთხელ ამხილეს სიცრუეში. ფსიქიატრის განცხადებით უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, არავის უწამებია, მით უფრო ფარმაკოლოგიური წამების მეთოდით. ძალიან უნდათ ყოველდღე „გვანერვიულონ“ პატიმარ სააკაშვილის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით, თუმცა რეალობა სულ სხვაა, ჯანმრთელად არის და როგორც ჩანს, მალე დაბრუნდება ჯერ გლდანის და მერე რუსთავის ციხეში!“, - აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner