logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: სააკაშვილს დღეს ყველაზე მეტად ის ხალხი აყენებს ზიანს, ვინც ჯერ იმით ატყუებდა უამრავი მხარდამჭერი გვყავს, სახელმწიფო ინსტიტუტები მოშლილია, შენ ოღონდ ჩამოდი და კეისრის წითელი ფეხსაცმელები უკვე შეკერილი გვაქვსო
- +

14 დეკემბერი. 2021. 23:41

 

 

ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ფსიქიატრ მარინა კურატაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად კურატაშვილი აცხადებს, რომ  მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს ვერ ხედავს და ზოგიერთი წამლის დოზის გაზრდას თავად სააკაშვილი ითხოვდა.

 

„არა რა, იმდენად იდიოტური აბსურდია მისი მომხრეების მხრიდან ატეხილი აჟიოტაჟი, რომ ლოგიკური დასკვნის გაკეთება, სავარაუდოდ მხოლოდ ფსიქიატრს შეუძლია. პირდაპირ ჩანს, რომ სააკაშვილს დღეს ყველაზე მეტად საკუთარი გარემოცვა მტრობს. არ ვიცი საკუთარი ამბიციების, არ ვიცი შეხვილიფებული ფულის დაბრუნების შიშის გამო, მაგრამ სააკაშვილს დღეს ყველაზე მეტად ის ხალხი აყენებს ზიანს, ვინც ჯერ იმით ატყუებდა უამრავი მხარდამჭერი გვყავს, სახელმწიფო ინსტიტუტები მოშლილია, შენ ოღონდ ჩამოდი და კეისრის წითელი ფეხსაცმელები უკვე შეკერილი გვაქვსო. ახლა კი ათას სისულელეს იგონებენ და ყოფილი გუბერნატორის ისედაც პლინტუსს ქვემოთ დავარდნილ იმიჯს საბოლოოდ წიხლებით თელავენ.

ოსური სპეცრაზმიო, რადიაციის გამომსხივებელი მანქანაო, შიგადაშიგ წვრილმანი იდიოტობები და ბოლოს ფარმაკოლოგიური წამებაო. რადგანაც „კეისრობა“ ვერ უჩალიჩეს, შეიძლება წამებულის იმიჯი უნდათ მისთვის. პრინციპში ზოგიერთმა სასულიერო მოხელემ შეიძლება ამ იდეის განხორციელებაზე იზრუნოს. არა რა, იმდენად იდიოტური აბსურდია მისი მომხრეების მხრიდან ატეხილი აჟიოტაჟი, რომ ლოგიკური დასკვნის გაკეთება, სავარაუდოდ, მხოლოდ ფსიქიატრს შეუძლია. პოსტი სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა ჯგუფის წევრის, ფსიქიატრ მარინა კურატაშვილის ფრიად საყურადღებო ფრაზით მინდა დავასრულო და ვისაც ეხება, ვთხოვ გაითვალისწინოს: მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებას მაინც და მაინც მძიმედ არ იხსენებს”, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner