არსებული ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები დააკავა.
საპოლიციო ღონისძიებები რამდენიმე უბანში ერთდროულად ტარდებოდა. მათ შორის, გლდანი-მუხიანის დამაკავშირებელი გზატკეცილის მიმდებარედ, ალეკო გობრონიძის ქუჩაზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. მეზობლების განცხადებით, დაკავებული პირები მდგმურები იყვნენ და მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.
ამ ეტაპზე საქმესთან დაკავშირებით მეტი დეტალი ცნობილი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.