logo_geo
eng_logo
რატი იონათამაშვილი: ადამიანი, რომელიც არის ბრალდებული უმძიმეს საქმეებზე, დეპრესიის გამო არ დაბრუნდეს საპყრობილეში, არასწორი მიდგომაა
- +

15 დეკემბერი. 2021. 11:39

 

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრების განცხადებას, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის გამო მიხეილ სააკაშვილი გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ უნდა გადაიყვანონ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამაშვილი გამოეხმაურა.

 

„ადამიანს, რომელიც არის დამნაშავე უმძიმეს საქმეებზე, დეპრესიის გამო და ფიზიკური რეაბილიტაციის, ვარჯიშის გამო შეიძლება იყოს მიზანშეწონილი, რომ არ დაბრუნდეს საპყრობილეში, ეს არის ვფიქრობ, არასწორი მიდგომა ზოგადად დანაშაულის არსის, კანონის უზენაესობიდან გამომდინარე", - განაცხადა იონათამაშვილმა.

 

სახალხო დამცველთან არსებული ექიმების ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა აქვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner