ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - გამსახურდიას გამზირზე ავტომობილი აფთიაქში შევარდა.
თვითმხილველების თქმით, სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლი შეუძლოდ გახდა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და იქვე მდებარე აფთიაქში შევარდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მძღოლს პირველადი დახმარება ჯერ ადგილზე აღმოუჩინა, შემდეგ კი კლინიკაში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ადგილზე მობილიზებულები არიან საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.