logo_geo
eng_logo
ჰონგ-კონგში, სავაჭრო ცენტრში ხანძარია, ასობით ადამიანი შენობიდან გამოსვლას ვერ ახერხებს
- +

15 დეკემბერი. 2021. 12:26

 

 

ჰონგ-კონგში, მრავალსართულიან სავაჭრო ცენტრში ხანძარია. ასობით ადამიანი შენობის სახურავზეა და გამოსვლას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრეები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები. სავაჭრო ცენტრში მყოფი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა.

 

მედიის ცნობით, სულ მცირე ორი ადამიანი ხანძრის დროს დაშავდა. რამდენიმე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი კვამლით არიან მოწამლული.

right_banner right_banner
არქივი
right_banner