სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ რუსეთი სერიოზული შედეგების წინაშე აღმოჩნდება, თუ უკრაინაში შეიჭრება.
„რუსეთთან გულწრფელი და ღია მოლაპარაკებები გვსურს. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ უნდა დაირღვეს. ნორმანდიის ფორმატში პროგრესი გვჭირდება. საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს რუსი ახალგაზრდებისთვის უვიზო რეჟიმი და წყალბადის საკითხებში თანამშრომლობა“, - ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.