logo_geo
eng_logo
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი სერიოზული შედეგების წინაშე აღმოჩნდება, თუ უკრაინაში შეიჭრება
- +

15 დეკემბერი. 2021. 12:36

 

სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ რუსეთი სერიოზული შედეგების წინაშე აღმოჩნდება, თუ უკრაინაში შეიჭრება.

 

„რუსეთთან გულწრფელი და ღია მოლაპარაკებები გვსურს. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ უნდა დაირღვეს. ნორმანდიის ფორმატში პროგრესი გვჭირდება. საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს რუსი ახალგაზრდებისთვის უვიზო რეჟიმი და წყალბადის საკითხებში თანამშრომლობა“, - ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner