logo_geo
eng_logo
დიდ ბრიტანეთში პირბადეების ტარება შიდა სივრცეებში სავალდებულო ხდება
- +

15 დეკემბერი. 2021. 12:37

 

ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა კენჭი უყარეს არსებული კოვიდრეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრების საკითხს. მიღებული შედეგებით გადაწყდა, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო გამკაცრდება არსებული რეგულაციები. გადაწყვეტილების მიღების კატეგორიული წინააღმდეგი იყო ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონის კონსერვატიული პარტია, თუმცა შედეგი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობამ გადაწყვიტა.

 

დიდ ბრიტანეთში არსებულ სხვა კოვიდრეგულაციებთან ერთად, ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, მოქალაქეებისთვის პირბადეების ტარება შიდა სივრცეებშიც სავალდებულო ხდება. ასევე სავალდებულო გახდა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების იმუნიზაცია.

 

ბოლო კვირების მანძილზე, ბორის ჯონსონს და მის პარტიას ლეიბორისტული პარტიის შეტევების მოგერიება უწევს, რომლებიც კოვიდრეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებას ითხოვენ, რაც საბოლოოდ კენჭისყრის შედეგად მაინც გადაწყდა.

https://www.euronews.com/2021/12/14/omicron-boris-johnson-braces-for-mp-rebellion-against-latest-covid-measures?fbclid=IwAR3B-IxmJvRQSgCjCpGkNWAGfqAL2PpnkNCFCWHRuNdPp5OT0E5dXMzN1Ao

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner