logo_geo
eng_logo
მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია: გთხოვთ მოერიდოთ ბუნებაში გადაადგილებას მოკლე შარვლით და ღია ფეხსაცმლით
- +

1 აგვისტო. 2016. 20:13


საქართველოს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია  განცხადებას ავრცელებს და მოლაშქრეებს სიცოცხლისთვის საშიში ვირუსის შესახებ აფრთხილებს.


საქმე ყირიმ-კონგოს ცხელებას ეხება, რომელიც ჩვეულებრივი ტკიპისგან ვრცელდება და რომლის სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.


ყირიმ-კონგოს ცხელების ფაქტი საქართველოში პირველად, რამდენიმე წლის წინ დაფიქსირდა, მომდევნო წლები კი მატების ტენდენციით ხასიათდებოდა.


საქართველოში ინტენსიურად გავრცელებული ყირიმ-კონგოს ცხელების გამო, რომლის სიკვდილიანობაც 40%-აღემატება, გთხოვთ მოერიდოთ ბუნებაში გადაადგილებას მოკლე შარვლით და ღია ფეხსაცმლით.

 

ამასთან, ლაშქრობის დასრულებისთანავე აუცილებლად შეათვალიერეთ ქსოვილი და ნებისმიერი სახის ტკიპის აღმოჩენისას მიმართეთ ექიმს; მოიხმარეთ ღია ფერის შარვალი და რეგულარულად დაიბანეთ ხელები" - აცხადებენ ფედერაციაში.


გასულ წელს ყირიმ-კონგოს ყველაზე მეტი შემთხვევა ხაშურში, ბორჯომსა და ბაკურიანში დაფიქსირდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner