საქართველოს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია განცხადებას ავრცელებს და მოლაშქრეებს სიცოცხლისთვის საშიში ვირუსის შესახებ აფრთხილებს.
საქმე ყირიმ-კონგოს ცხელებას ეხება, რომელიც ჩვეულებრივი ტკიპისგან ვრცელდება და რომლის სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.
ყირიმ-კონგოს ცხელების ფაქტი საქართველოში პირველად, რამდენიმე წლის წინ დაფიქსირდა, მომდევნო წლები კი მატების ტენდენციით ხასიათდებოდა.
„საქართველოში ინტენსიურად გავრცელებული ყირიმ-კონგოს ცხელების გამო, რომლის სიკვდილიანობაც 40%-ს აღემატება, გთხოვთ მოერიდოთ ბუნებაში გადაადგილებას მოკლე შარვლით და ღია ფეხსაცმლით.
ამასთან, ლაშქრობის დასრულებისთანავე აუცილებლად შეათვალიერეთ ქსოვილი და ნებისმიერი სახის ტკიპის აღმოჩენისას მიმართეთ ექიმს; მოიხმარეთ ღია ფერის შარვალი და რეგულარულად დაიბანეთ ხელები" - აცხადებენ ფედერაციაში.
გასულ წელს ყირიმ-კონგოს ყველაზე მეტი შემთხვევა ხაშურში, ბორჯომსა და ბაკურიანში დაფიქსირდა.