logo_geo
eng_logo
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი მზად არის, სანქციები გააფართოვოს და უპრეცედენტო ზომები მიიღოს, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გამოიყენებს
- +

15 დეკემბერი. 2021. 14:05

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის, სანქციები გააფართოვოს და უპრეცედენტო ზომები მიიღოს, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გამოიყენებს.

 

ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი შეერთებულ შტატებთან ახალ ზომებზე მჭიდროდ თანამშრომლობს, რომელიც რუსეთის ფინანსურ და ენერგეტიკულ სექტორებს, ორმაგი დანიშნულების საქონელსა და თავდაცვის სფეროს მოიცავს.

 

„ჩვენი პასუხი ნებისმიერ შემდგომ აგრესიაზე არსებული სანქციების რეჟიმების მკვეთრი გაფართოება შეიძლება გახდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ დამატებითი და უპრეცედენტო ზომები, რომელსაც რუსეთისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner