logo_geo
eng_logo
ავთანდილ თალაკვაძე: მოვინახულე ბავშვები, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა
- +

15 დეკემბერი. 2021. 14:09

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, ა(ა)იპ „მომავლის სხივის“ დაქვემდებარებაში მყოფი წმინდა ბარბარეს სახელობის მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები ბავშვები მოინახულა. მერმა, მათ ტკბილეული და ნაძვის ხე მიუტანა.

 

„მოვინახულე ბავშვები, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. დავინტერესდი ზამთრისთვის როგორია სახლის მზადყოფნა. მინდა მათ ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ვუსურვო“, - აღნიშნა, ოზურგეთის მერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner