„ვადიანი სამგზავრო აბონემენტები, სავარაუდოდ, იანვრიდან ამოქმედდება“, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს.
როგორც მერიაში ამბობენ, იარსებებს ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი, სამთვიანი, ექვსთვიანი და ერთწლიანი აბონემენტები.
უწყებაში განმარტავენ, რომ ამჟამად ტექნიკური პროცესის გამართვაზე მუშაობენ და სამუშაოს დასრულების შემდეგ, გადაწყვეტილების დეტალებზე თბილისის მერი ისაუბრებს.