logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე UNICEF-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორის მოადგილეს ფილიპ კორის შეხვდა
- +

15 დეკემბერი. 2021. 15:25

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორის მოადგილეს ფილიპ კორის და ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდა.

 

ფილიპ კორიმ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მასშტაბური სოციალური პროექტის, ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობისა და იქ მცხოვრები ათასობით ბავშვის პირობების გაუმჯობესებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის მადლობა გადაუხადა.

 

თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა მცირეწლოვან ბავშვებში და ორსულ ქალბატონებში  სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევის პროგრამის მნიშვნელობას. აღნიშნული პროგრამის დაფინანსება და ბენეფიციართა მოცვა ყოველწლიურად იზრდება.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აჭარაში ვაქცინაციის დინამიურ ტემპზე. აჭარის მთავრობა UNICEF-თან ერთად მნიშვნელოვან პროგრამებს ახორციელებს კოვიდ-19 პრევენციის და ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისთვის. შეხვედრაზე სოციალური, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის მიმართულების მიმდინარე და სამომავლო პროგრამები განიხილეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner