logo_geo
eng_logo
მერაბ ტურავა: როგორც ჩანს, ეს სარჩელი ეხება „რუსთავი 2“- ს და ტელეკომპანია „საქართველოს“ სარჩელს
- +

1 აგვისტო. 2016. 20:35


საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.



"ხელთ მაქვს ორი სარჩელი. ორივეს ერთი და იგივე ნომერი 764 აქვს მინიჭებული. პირველი ელექტრონული ფოსტით მივიღე 3 ივნისს, პარასკევ დღეს. მას მოჰყვა ინფორმაცია, რომ ამ სარჩელზე გამწესრიგებელი სხდომა ტარდებოდა ორშაბათს, 6 ივნისს. შაბათს მომივიდა იგივე ნომრით იგივე სარჩელი. თარიღად ისევ 3 ივნისი იყო მითითებული, თუმცა აღმოვაჩინე, რომ პირველი სარჩელი გვერდების რაოდენობით უფრო მცირე იყო. თანაც იქ არ იყო დაყენებული მოთხოვნა ისე, როგორც ეს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილი სარჩელების შემთხვევაში ხდება. მეორეს სამი გვერდი ჰქონდა დამატებული. ამ ვერსიაში სწორედ დამატებულ გვერდებში ცვლიდა თავის მოთხოვნას და უშვებდა კონსტიტუციის იმ ნორმას, რომელიც, მისი აზრით, იყო დარღვეული. სხვათა შორის, მე ყველა სარჩელი მაქვს ამობეჭდილი და ახლახან, მათი თვალიერების დროს აღმოვაჩინე კიდევ ერთი, რომლისთვისაც თავის დროზე ყურადღება არ მიმიქცევია, როგორც ჩანს: ეს სარჩელი ეხებარუსთავი 2"-სა და ტელეკომპანიასაქართველოს" სარჩელს. იქაც ანალოგიური შემთხვევა იყო. მისი რეგისტრაციის ნომერი გახლდათ 681. მაშინაც, როცა თავდაპირველი ვერსია გამოიგზავნა, იყო 23 გვერდი, მერე შეიცვალა და გახდა 42 გვერდი",-აცხადებს მერაბ ტურავა.


შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სამართალდამცველები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებენ. მოგვიანებით კი, გიორგი პაპუაშვილს ხუთი მოსამართლე დაუპირისპირდა, რომლებიც პაპუაშვილს ადანაშაულებენ სარჩელების სელექციაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner